ბექა ლილუაშვილი - ოპოზიცია და უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება ჩვენს მარგინალიზაციას
ბექა ლილუაშვილი - ოპოზიცია და უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება ჩვენს მარგინალიზაციას

პერსონალურად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო ბევრად გაიზარდა, რაც მან დატოვა „ქართული ოცნების“ გუნდი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება გიორგი გახარიას გუნდის მარგინალიზაციას.

„მე მესმის მმართველი გუნდის განწყობები და მათი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოახდინონ მარგინალიზაცია ამ პოლიტიკური გუნდის, გახარიას პოლიტიკური გუნდის. როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა ყველა მხრიდან ეცდება ჩვენს მარგინალიზაციას. ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი. მე პერსონალურად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო ბევრად გაიზარდა, რაც მან დატოვა ქართული ოცნების გუნდი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.