ბექა ლილუაშვილი - პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, „ფიტჩის“ მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება მიანიშნებს ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ
ბექა ლილუაშვილი - პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, „ფიტჩის“ მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება მიანიშნებს ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ

მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ფიტჩი“ ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ოპოზიციის ვერავითარი დესტრუქციული საქმიანობა ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარების პროცესს.

„ფიტჩის“-ის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშით, კომპანია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ჩვენი ოპონენტების ვერავითარი დესტრუქციული საქმიანობა ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარების პროცესს და მათი სამპროცენტიანი ამბიციები საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის კურსს.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა. მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „ფიტჩმა“ შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „B+“-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა მაღალი მართველობის ხარისხმა და გამორჩეულმა ბიზნეს გარემომ. ანგარიშში ასახულია, რომ სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

„ფიტჩი“ ასევე ყრადღებას ამახვილებს ჩვენი ქვეყნის მიმართ დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობასა და მხარდაჭერაზე. პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. „ფიტჩის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალი იქნება.

„საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.