ბექა ლილუაშვილი - მელია პოლიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს იმის გამო, რაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა
ბექა ლილუაშვილი - მელია პოლიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს იმის გამო, რაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა

ნიკა მელია პოლიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაზე კი არ უნდა საუბრობდეს, უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მელიას ამნისტიის მიღებით იმუნიტეტი შეუქმნა, რასაც პარტია „საქართველოსთვის“ ეწინააღმდეგება.

„მელიაზე შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, ის დღეს გამოყოფაზე, პოლიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაზე კი არ უნდა საუბრობდეს, უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რაც არა ჩვენ ან ვინმემ სხვამ, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პირდაპირ, მათ შორის, მელიას მონაწილეობით შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქმედებების შემდეგ, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს დაზიანებისკენ, „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტად მავნებლური ქმედება შეასრულა, მელიას აჩუქა პოლიტიკური ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი შეუქმნა ამნისტიის მიღებით, რასაც ჩვენ მაშინაც და დღესაც ვეწინააღმდეგებოდით და მომავალშიც შევეწინააღმდეგებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.