ბექა ლილუაშვილი - არ მიგვაჩნია მართებულად, რომ ინსტიტუციებზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს
ბექა ლილუაშვილი - არ მიგვაჩნია მართებულად, რომ ინსტიტუციებზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს

შარლ მიშელის შეთანხმებას როცა ხელს ვაწერდით, იქვე ვთქვით, რომ ეს არ არის იდეალური შეთანხმება, ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების ინსტრუმენტი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულ საკითხებზე ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისია, მათ შორის ამნისტიაზე.

ამასთან, ამნისტიაზე საუბრისას, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ არ მიაჩნიათ სწორად, სახელმწიფო ინსტიტუციების შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს.

„დღეს ვხედავთ, რომ პრინციპულ საკითხებზე ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისია, მათ შორის ამნისტიაზე. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ არ ვიზიარებთ და სწორად არ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე შტურმის ორგანიზებაში ბრალდებული პირების მიმართ ამნისტია განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დატოვე კომენტარი