„ბორდოს“ ქართველი მესამეხაზელი ბექა გორგაძე, 5 იანვარს „პოსთან“ გამართული მატჩის მე-11 წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათით დასაჯა. რვა ნომერი მოედნიდან შეტევაში მეტოქეზე იდაყვით მისვლის გამო გააძევეს, რაც რაგბის წესებით აკრძალული ილეთია და სახიფათო თამაშად ითვლება. ეპიზოდი საკამათო იყო, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ასე არ ჩათვალა.
სადისციპლინო კომიტეტმა მორაგბე დაიბარა და აღნიშნული საკითხი დღეს განიხილა. გადაწყდა, რომ გორგაძის ქმედების მიზეზი მისი გამოუცდელობა იყო და იგი მკაცრს სასჯელს გადარჩა, თუმცა სამი კვირით მაინც დაისაჯა და საკუთარ კლუბს მომდევნო მატჩებში ვერ დაეხმარება.