ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ გამოავლინა საუკეთესო გდებების ხუთეული. პირველი ბექა ღვინიაშვილის იპონია. იგი გერმანელ ტრიპელთან ქულით აგებდა, როდესაც მეტოქე ეფექტური გდებით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.