ბექა დავითულიანი - ოპოზიციას სურს, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას, ამაში ვერ გავყვებით, პროცესები ჩიხში თავად შეჰყავთ
ბექა დავითულიანი - ოპოზიციას სურს, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას, ამაში ვერ გავყვებით, პროცესები ჩიხში თავად შეჰყავთ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, მოლაპარაკებების პროცესი ჩიხისკენ წაიყვანოს, რადგან ცალსახად აცხადებს, რომ ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთებისა და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, მათთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

დავითულიანის განმარტებით, მმართველი პარტია კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს ვერ მოხდება.

„შეგვიძლია, ნებისმიერი საარჩევნო უბანი გადავთვალოთ. თუ დადასტურდება, რომ თუნდაც 1-პროცენტიან სარგებელზე, არაკეთილსინდისიერად, უპირატესობა მინიჭებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მაშინ ყველაფერზე თანახმა ვართ. ისინი ამაზე არ მოდიან, რადგან არ სურთ, რეალური სურათი დაანახონ საზოგადოებას. მათ სურთ, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნან და ამაში ვერ გავყვებით. პროცესები ჩიხში თავად შეჰყავთ. ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ, რომელშიც, ჩვენი აზრით, უნდა ჩაერთონ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.