ბექა დავითულიანი - ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს, სრულიად აბსურდულს და უაზროს, მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი, გინდ დასხივოსნებული კაბინეტი გააკეთოს, ამით არაფერი შეიცვლება
ბექა დავითულიანი - ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს, სრულიად აბსურდულს და უაზროს, მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი, გინდ დასხივოსნებული კაბინეტი გააკეთოს, ამით არაფერი შეიცვლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჩრდილოვან მთავრობასთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს, სრულიად აბსურდულს და უაზროს.

„ახლა, მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი, გინდ დასხივოსნებული კაბინეტი გააკეთოს, ამით არაფერი შეიცვლება. მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი ორი პროცენტი და ამ ორი პროცენტის ფარგლებში საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა, ისეთი შეუძლია, გააკეთოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.