ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს
ბექა დავითულიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„როცა წლების განმავლობაში ცდილობ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს — თუ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება, რადგან მისი კანდიდატობა მათი მხრიდან ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა დავითულიანმა.