ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ყველაფერი გაკეთდეს სხვა პარტიების ხელით, რომ ამნისტიაც შეეხოთ და დაფინანსებაც
ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ყველაფერი გაკეთდეს სხვა პარტიების ხელით, რომ ამნისტიაც შეეხოთ და დაფინანსებაც

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ყველაფერი გაკეთდეს სხვა პარტიების ხელით, რომ ამნისტიაც შეეხოთ და დაფინანსებაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხვა პარტიებს მოუწოდებენ, მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას მაშინ, როდესაც თავად ამ დოკუმენტს არ შეუერთდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ნარატივს ავითარებს. დაიწყეს, რომ ვერ დაიჭერდნენ და დააკავეს. მერე დაიწყეს, რომ გირაოს არ დათანხმდებოდნენ, დათანხმდა. ახლა დაიწყეს, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და უკვე ისიც დათმეს და ამბობენ, რომ იცით რა, ამნისტიას სხვისი ხელით გავაკეთებთ, და მერე მოვაწერთ, როცა აზრი არ ექნებაო. ჩამოყალიბდნენ და თუ არც ჩამოყალიბდებიან, მათი პრობლემაა.

ჩემი აზრით, ნიკა მელია მიიღებს ამნისტიას, თუმცა ეს მისი არჩევანია. თავიდანვე ცხადია, მათ უნდათ გააკეთონ ყველაფერი სხვა პარტიების ხელით, ამნისტიაც შეეხოთ, დაფინანსებაც, ყველაფერიც. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაზე აქეთ მოგვიწოდებენ პარტიის წევრები, რომლებიც ამ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. მათ უნდათ ყველაფერი გაკეთდეს სხვისი ხელით, რომ თავიან ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხრან, რომ ისევ რადიკალურები არიან და ყველა დანარჩენი აკეთებს მათ საქმეს. ადგნენ და თავიანთი საქმისთვის თვითონაც გაანძრიონ ხელი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.