ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილს ტყვედ ჰყავს აყვანილი პატარა პარტიები, რომლებსაც მისი ხელისუფლების პირობებში არასდროს არაფრის შანსი არ მისცემიათ
ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილს ტყვედ ჰყავს აყვანილი პატარა პარტიები, რომლებსაც მისი ხელისუფლების პირობებში არასდროს არაფრის შანსი არ მისცემიათ

ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48% ამ არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 27%. ეს უკვე ნიშნავს, ვინ ვისი დამმარცხებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, როგორც ყოველთვის, ის არის დესტრუქციული ფაქტორი ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ფაქტობრივად, მას ტყვედ ჰყავს აყვანილი პატარა პარტიები, რომლებსაც მისი ხელისუფლებისა და მისი ლიდერობის პირობებში არასდროს არაფრის შანსი არ მისცემიათ და არც მომავალში მიეცემათ“, – განაცხადა დავითულიანმა.