ბექა დავითულიანი - მე და შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული
ბექა დავითულიანი - მე და შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

მე და შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითულიანის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ხვალ შეხვედრები გაგრძელდება. მისი თქმით, პირველ რიგში ბავშვებს სიმშვიდე სჭირდებათ.

„პირველ რიგში, რაც ბავშვებს სჭირდებათ, სიმშვიდე და სტრესული გარემოს მოხსნაა, ამის საშუალება ყველამ ერთად უნდა მოგვცეთ. მეორე, შიგნით სოციალური მუშაკები არიან, არის ფსიქოლოგი, ისინი ღამით დარჩებიან. მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილიც ნინოწმინდაში დავრჩებით და ხვალ მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული.

მე პროფესიონალი არ ვარ, პრობლემებზე საუბრის უფლება მივცე ჩემს თავს, თუ პირდაპირ ბავშვი რამე პრობლემას არ წამოჭრის. პირდაპირ ბავშვს ჩემთან ეს პრობლემა არ წამოუჭრია, მაგრამ შიგნით სპეციალისტები არიან იმისთვის რომ, დაადგინონ, ბავშვებს რა პრობლემები აქვთ. არ ვარ სპეციალისტი, რომ ასე საჯაროდ და სახალხოდ გესაუბროთ, ჩემი პირადი პოზიცია ისაა რომ, ბავშვებს ჯერ სიმშვიდე სჭირდებათ, დამშვიდებულ ბავშვებთან სპეციალისტები ისაუბრებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ“, – განუცხადა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს.