ბექა დავითულიანი - ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება, გააღო კარი თანამშრომლობისთვის, თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება
ბექა დავითულიანი - ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება, გააღო კარი თანამშრომლობისთვის, თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება

ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება, ვინც თანამშრომლობაზე წამოვა, მასთან ერთად მივაღწევთ დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ წარმოადგინა რეკომენდაციების შესრულების გეგმა და მოუწოდებს პარტიებს თანამშრომლობისკენ, ხოლო უკვე მათზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვებიან ამ პროცესში.

„კარლ ჰარცელს ვეთანხმები, რადგან ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა. ვეთანხმები იმ ნაწილშიც, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, არჩევნებზე სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მართავს პროცესს. შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება. ხელისუფლებამ გააღო კარი და თქვა – გიწვევთ თანამშრომლობისთვის, 11,5 ნაბიჯს რაც ჩემზეა დამოკიდებული, აღვასრულებ და დეპოლარიზაციაზე ნაბიჯი გადმოდგითო. ვინც ამ თანამშრომლობაზე წამოვა, მასთან ერთად მივაღწევთ დეპოლარიზაციას. აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება. ეს ჩვენს ძალებს აღემატება. შეგვიძლია, კარი გავხსნათ და მათ თანამშრომლობისკენ მოვუწოდოთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.