ბექა დავითულიანი - ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს
ბექა დავითულიანი - ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ. ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ერთმანეთს დამართეს.

„ეს პარტია მივიდა იქამდე, სადაც ყოველთვის იყო. მათი ხელწერა და სტილია ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ამოგდება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება, შანტაჟი, არჩევნების გაყალბება. ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომლებიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რასაც საქართველოს მართებდნენ, ახლა დამართეს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს არაერთხელ მითქვამს – „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ. ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.