ბექა დავითულიანი - კარგი იქნება, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია თუ იქნება და ამ საერთო კანდიდატს მოვუგებთ
ბექა დავითულიანი - კარგი იქნება, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია თუ იქნება და ამ საერთო კანდიდატს მოვუგებთ

ნიკა მელიას მერობის კანდიდატად წარდგენა მათი საქმეა, ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა მათი კანდიდატი, საერთო ან ცალ-ცალკე, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის ვემზადებით, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.

„კარგი იქნება, თუ საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება და იმ საერთო კანდიდატს მოვუგებთ არჩევნებზე. ერთ კანდიდატზე შეთანხმება რომც მოხდეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ არჩევნებს მაინც მოიგებს, რადგანაც ოპოზიციის რეიტინგი მთელი ექვსი თვის საცირკო წარმოდგენის განმავლობაში იკლებდა, ხოლო „ქართული ოცნებისა“ არ იკლებდა ამ მასშტაბით“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.