ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ შესაძლოა, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, ამიტომ თქვეს უარი
ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ შესაძლოა, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, ამიტომ თქვეს უარი

მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა, ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო თქვეს უარი აღნიშნულ კანონზე.

ამასთან, როგორც ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, უკრაინული კანონმდებლობით ოთხი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან „ოპოზიციის დამფინანსებლები სამს ნამდვილად აკმაყოფილებენ“.

„ოპოზიციის ნაწილი ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარს ამბობს, რადგან საქართველოს 12 რეკომენდაციაში ეს პუნქტი იმიტომ უწერია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ამის აქტუალური პრობლემა აქვთ და რეკომენდაცია ჩვენთან გადმოიტანეს, თუმცა რეალურად, ეს საკითხი ქვეყანაში აქტუალური არ არის. უკრაინის გარდა, არც კანონმდებლობის გამოცდილებაა. მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა, ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ. ამიტომ თქვეს უარი. საკუთარ თავზე ფიქრობენ. უკრაინული კანონმდებლობით ოთხი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან ოპოზიციის დამფინანსებლები სამს ნამდვილად აკმაყოფილებენ. ვისზეც მათ ფოკუსირება აქვთ, მას ეს კრიტერიუმები არ ეხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.