ბექა დავითულიანი - არ გიუქმებთ მანდატებს, რადგან ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა არ გვინდა, განა ვერ გიუქმებთ, თქვენ თუ გინდათ, შემოდით და გაიუქმეთ
ბექა დავითულიანი - არ გიუქმებთ მანდატებს, რადგან ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა არ გვინდა, განა ვერ გიუქმებთ, თქვენ თუ გინდათ, შემოდით და გაიუქმეთ

ვამბობთ, შემობრძანდით ერთად გამოვიყენოთ, გავასუფთაოთ ყველა ხარვეზისგან, თუკი რაიმეზე მოვრიგდებით, რომ ხარვეზია და გავაგრძელოთ ცხოვრება უკეთესი ქვეყანა დავუტოვოთ მომავალს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანი პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, როცა ოპოზიცია არგუმენტის გარეშე გეუბნება, უნდა დამინიშნო რიგგარეშე არჩევნები, არ ვიცი ეს რამდენად სწორია ქვეყნის სტაბილურობისთვის. 

„რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე მიზეზით, ვერ დავაკომპლექტოთ მთავრობა, ვერ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, სხვა ობიექტური სამართლებრივი კრიზისები შევქმნათ და ასე ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები. როცა ოპოზიცია არგუმენტის გარეშე გეუბნება უნდა დამინიშნო რიგგარეშე არჩევნები, არ ვიცი მე ეს რამდენად სწორია ქვეყნის სტაბილურობისთვის. პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, ეს იქნება ცუდი იმპულსი ამ კონსტიტუციის პირობებში მომავალზე გათვლით. პარლამენტში საქმიანობა პანაცეა იყოს ვინმესთვის და თვითმიზანი არ მგონია. პარლამენტი ინსტრუმენტია, როცა რაღაცები გგონია სწორი, ის განახორციელო. ამ კონსტიტუციის პირობებში ჩვენ თუ ოთხ და ხუთ თვეში ერთხელ დაუსაბუთებლად ახალი არჩევნები ვნიშნეთ, სადამდე მივალთ? მივალთ იქამდე, რომ ბოლოს მოგვინდება და მოგვთხოვს ხალხი, რომ შეატრიალეთ ეს კონსტიტუცია, მაგარი ხელი და ასეთი მოთხოვნები გვახსოვს სადამდე მიგვიყვანა ამან, მყარმა მუშტმა და ძლიერმა პრეზიდენტმა მიგვიყვანა ფაქტობრივად ავტოკრატიამდე. დღეს არ გვაქვს ეს პირობები. დღეს ბევრად უფრო დიდი მოცულობაა ოპოზიციის პარლამენტში და სამწუხაროდ, ის საშუალება, რაც შეიქმნა ქვეყნის მეტი დემოკრატიზაციისთვის, არ არის გამოყენებული. ვამბობთ, შემობრძანდით ერთად გამოვიყენოთ, გავასუფთაოთ ყველა ხარვეზისგან, თუკი რაიმეზე მოვრიგდებით, რომ ხარვეზია და გავაგრძელოთ ცხოვრება უკეთესი ქვეყანა დავუტოვოთ მომავალს. რაც შეეხება მარშალის გეგმას, ეს მე მგონი, აშშ-მ წაიღო ბაიდენის პროგრამაში, ჩვენი პროგრამა მეგონაო, „ლელოს“ ლიდერმა რომ თქვა ხაზარაძემ. ოპოზიციის სტილია, რომ თავად შეუძლიათ შემოვიდნენ, გაიუქმონ მანდატები და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ რატომ არ გვიუქმებთო – იმიტომ არ გიუქმებთ, რომ ჩვენ ხალხის მეირ გაკეთებული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა არ გვინდა. არ გიუქმებთ, განა ვერ გიუქმებთ, თქვენ თუ გინდათ, შემოდით და გაიუქმეთ. ეს ცალსახად აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას, მათ შორის ჩვენს დამოკიდებულებას თქვენი ამომრჩველებისადმი, მათ შორის თქვენს დამოკიდებულებას თქვენივე ამომრჩევლებისადმი. რაც შეეხება ზოგადად რა უნდა მოხდეს, ბოლოს როგორ უნდა შევჯამდეთ და გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ფაქტია ერთია, ეს ქვეყანა რადიკალიზაციის ამ ხარისხით შორს ვერ წავა. მეორე ის არის, რომ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. რაღაც კონტური უნდა გამოვსახოთ და ამ კონტურის გამოსახვაში შევეჯიბროთ ერთმანეთს“, – განაცხადა დავითულიანმა.