ბექა ბურჯანაძემ „კორუნიასთან“ ერთად ისტორია დაწერა - უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნია“ ესპანეთის უმაღლესი ლიგაში გადავიდა. ლაკორუნიულმა გუნდმა რანგით მე-2 ლიგა LEB Oro-ში პირველი ადგილი გაინაღდა, რითიც ელიტარული ლიგის საგზური მოიპოვა. ეს ისტორიული შედეგია – „კორუნია“ უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშებს.
ტურნირის ბოლო, 33-ე ტურში „ლეიმა ბასკეტს“ სტუმრად „მელილასთან“ ჰქონდა მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაში პირველობას ინაღდებდა. ბურჯანაძის გუნდმა მთელი სეზონის შრომა წყალში არ ჩაყარა, შეხვედრა მობილიზებულად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა – 80:74.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16:10 წუთი გაატარა. ამ დროში მან 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა, 5 სამქულიანი კი ააცილა.