ბექა ბურჯანაძე „ლეიმა ბასკეტის“ გასული თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე ესპანური გუნდის, „ლეიმა ბასკეტის“ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის გუნდის რიგებში ბურჯანაძემ მარტში 6 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ კი 12 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „ესტუდიანტესთან“ შეხვედრაში მან 21 ქულა ჩააგდო.
ამ მომენტისთვის „ლეიმა ბასკეტს“ LEB ORO-ში 24 მოგება აქვს და გათამაშების ცხრილის ლიდერია. ესპანეთის ლიგა „ენდესაში“ პირდაპირი გზით მხოლოდ პირველადგილოსანი გადადის.
ბექა ბურჯანაძის გუნდი მორიგ შეხვედრას „ოვიედოს“ წინააღმდეგ სტუმრად 27 აპრილს ჩაატარებს.