საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ კონტრაქტი გააფორმა „რეჯო ემილიასთან“. ეს კლუბი ქართველებისთვის უცხო არ არის – სამიოდე წლის წინ მასში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი.
„რეჯო ემილია“ იტალიის სერია A-ში გამოდის, 6 ტურის შემდეგ 2 მოგებით მე-11 ადგილზეა.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, ის გასულ სეზონში ესპანურ „ბეტისში“ თამაშობდა. მას კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ესპანეთში აქვს გატარებული.
ბექამ „რეჯო ემილიაში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, მის გამოჩენას უახლოეს მატჩებში უნდა ველოდოთ. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში 19 ნოემბერს „ვერონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 22 ნოემბერს – ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „პინარ კარშიაკასთან“.