ბენზინგასამართ სადგურებზე ავტომატური ვიდეოტექნიკის მონტაჟის წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს
ბენზინგასამართ სადგურებზე ავტომატური ვიდეოტექნიკის მონტაჟის წესის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს

ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა 2 000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ვიდეოტექნიკის ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაზე გადამისამართებას ითვალისწინებს.

„ავტოგასამართ სადგურებს დღესაც აკისრიათ ვიდეოკამერების განთავსების ვალდებულება, თუმცა, მთავრობის დადგენილებით, შესაძლოა, დაევალოთ განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვიდეოტექნიკის განთავსების ვალდებულება, რამაც შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს ავტოგასამართ სადგურებზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.