ბენზემას ჰეთ-თრიკმა „რეალი“ მეოთხედფინალში გაიყვანა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ბენზემას ჰეთ-თრიკმა „რეალი“ მეოთხედფინალში გაიყვანა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კილიან მბაპე (პსჟ) მესამე ადგილზე გადავიდა ფრანგ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით – 33. მან გაუსწრო დავიდ ტრეზეგეს. მბაპეზე წინ არიან ტიერი ანრი (51) და ქარიმ ბენზემა (76).

* მბაპე მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის ბომბარდირების სიაში. მან 157-ე გოლი გაიტანა და გაუსწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს. პირველ ადგილზეა ედინსონ კავანი 200 გოლით.

* მბაპეს ჩემპიონთა ლიგის 53 მატჩში „გოლი+პასით“ 54 ქულა აქვს. მის ანგარიშზეა 33 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა.

* მბაპემ „რეალს“ ზედიზედ მესამე მატჩში გაუტანა.

* ქარიმ ბენზემამ მე-500 მატჩი ითამაშა „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში. ფრანგი მხოლოდ მეორე ლეგიონერია მადრიდული კლუბის ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე ეს მოახერხა რობერტო კარლოსმა, რომელიც 524-ჯერ გამოჩნდა „რეალის“ ძირითადში.

* ბენზემამ 141-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და ახალი ფრანგული რეკორდი დაამყარა. მან ტიერი ანრის გაუსწრო.

* ბენზემამ ამ სეზონში 42 გოლში მიიღო მონაწილეობა – 30 გოლი და 12 პასი. უფრო მეტი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს – 46 ქულა (42+4).

* ბენზემამ 2015 წლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე.

* ლიონელ მესის (პსჟ) 2018 წლის შემდეგ არ გაუტანია „რეალისთვის“.

 

რეალი-პსჟ                      3:1

გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი (66. ლუკას ვასკესი), ედერ მილიტაო, ალაბა, ნაჩო ფერნანდესი – მოდრიჩი, კროოსი (57. კამავინგა), ვალვერდე – მარკო ასენსიო (57. როდრიგო), ბენზემა, ვინისიუსი.

პსჟ (4-3-3): დონარუმა – ჰაკიმი (88. დრაქსლერი), მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნუ მენდეში – დანილო (81. დი მარიო), ვერატი, პარედესი (71. გუეიე), – მბაპე, მესი, ნეიმარი.