საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართა არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადმა“ ტუნისის „ესპერანსი“ 2:1 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. ფრანგმა ასევე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ბენზემა „ალ-იტიჰადში“ ამ ზაფხულს „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.