ბენზემა საკლუბო დონეზე ფრანგ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
„რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ გოლი გაიტანა ლა ლიგას მე-15 ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ. შეხვედრა მადრიდში გაიმართა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
ეს იყო საკლუბო დონეზე ბენზემას 361-ე გოლი კარიერაში. ამით 33 წლის თავდამსხმელი რეკორდსმენი გახდა ფრანგ მოთამაშეებს შორის საკლუბო ფეხბურთში გატანილი გოლების რაოდენობით. მან ტიერი ანრის (360) გაუსწრო.
ამ სეზონზე ბენზემამ 18 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 16 გოლი გაიტანა.