ბენიტესმა „ნიუკასლიდან“ წასვლაზე ილაპარაკა
ბენიტესმა „ნიუკასლიდან“ წასვლაზე ილაპარაკა

ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა „ნიუკასლთან“ კონტრაქტის გაუხანგრძლივებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

„მე კლუბში დარჩენა მინდოდა, მაგრამ გაფართოებული კონტრაქტის გაფორმება არ მსურდა. მე პროქტის ნაწილი მინდოდა გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, ჩემთვის უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ჩემს აზრებს არ ითვალისწინებდა“, – განუცხადა ბენიტესმა ВВС Sport-ს.

ესპანელი სპეციალისტი „ნიუკასლს“ 2016 წლიდან წვრთნიდა. 2018-2019 წლების სეზონზე კლუბმა პრემიერლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა.