ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი იაირ ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელს აჯანყებასა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი იაირ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელს, ეიალ ზამირს აჯანყებასა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდჭერაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, იაირ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი დაადანაშაულა სავარაუდო „სამხედრო გადატრიალებაში“ და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა დანიშნა ზამირი ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელად.
იაირ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა ცნობებს, რომ ეიალ ზამირს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კონფლიქტი ჰქონდა მთავრობის მიერ ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გეგმის გამო.
თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაიცვა და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის უფლება და მოვალეობაა, გამოხატოს თავისი პოზიცია და შემდეგ შეასრულოს ისრაელის ლიდერების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, საკუთარი მოსაზრებების მიუხედავად.