ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე, ერთად ჩამოეყალიბებინათ გაფართოებული მთავრობა, ბენი განცმა უარი განაცხადა
ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე, ერთად ჩამოეყალიბებინათ გაფართოებული მთავრობა, ბენი განცმა უარი განაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე, ერთად ჩამოეყალიბებინათ გაფართოებული მთავრობა, პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერმა ბენი განცმა, უარი განაცხადა. საპასუხოდ კი, განცი ნეთანიაჰუს სთავაზობს, ერთიანი გაფართოებული მთავრობის ფორმირება მისი ლიდერობით შედგეს.

ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართა, პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ ყველაზე მეტი, 33 მანდატის მიღება შეძლო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ კი, მხოლოდ 31-ის.

​უმრავლესობის ფორმირებისთვის 61 მანდატია საჭირო.  ისრაელის ქნესეთი 120 ადგილიანია.

 

დატოვე კომენტარი