ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ადასტურებს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ადასტურებს, რომ დოჰაში ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმა პარასკევს მოიწვია უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა, რათა შეთანხმების შესახებ კენჭისყრა ჩაატარონ.
როგორც ისრაელის მედია წერს, პროცედურების გათვალისწინებით, კენჭისყრის საბოლოო შედეგები ორშაბათს იქნება ცნობილი.
ისრაელის მოლაპარაკებების გუნდმა ახლახან შეატყობინა ნეთანიაჰუს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო, პრემიერ-მინისტრმა კი მათ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.