ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრების წინ, ბენ გურიონის აეროპორტთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ და მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებამდე დემონსტრანტები ბენ გურიონის აეროპორტთან შეიკრიბნენ.
მომიტინგეებმა ნეთანიაჰუს მოუწოდეს, არ გაემგზავროს აშშ-ში, ვიდრე მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმებას არ მიაღწევს.
შეგახსენებთ, 23 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ხოლო 24 ივლისს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.