ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განახლებულ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ბრალად მექრთამეობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა ედება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს. ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქმედი ლიდერია, რომელსაც დანაშაულში დასდეს ბრალი. მან სასამართლო დარბაზი სხდომის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვა. ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გასული წლის მაისში დაიწყო.

იერუსალიმში, სასამართლოს შენობასთან ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეები იყნენ შეკრებილები, რომლებსაც ეჭირათ პლაკატები, წარწერით – „კრიმინალი მინისტრი“. სასამართლო შენობასთან პრემიერის მხარდამჭერებიც მივიდნენ.