ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.

მასთან ერთად აიცრა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იული ედელშტაინი. ამგვარად ისინი გახდნენ ისრაელში პირველი ადამიანები, რომლებსაც აცრის ორივე დოზა გაუკეთდათ.

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მარტის ბოლომდე ვაქცინაცია ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ჩაუტარდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა ნოსახლეობის თითქმის 20 პროცენტს.

დატოვე კომენტარი