ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან მყოფ სამხედროებს მიმართა: „მზას ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება”.