ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვინც ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტს, დამანგრეველ დარტყმას მიიღებს

15:04, 08.01.2020

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმას საპასუხო და მკაცრი პასუხი მოჰყვება.

„ნებისმიერი, ვინც ჩვენზე გადაწყვეტს თავდასხმას, დამანგრეველ დარტყმას მიიღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლის დროს.

ერაყში ამერიკის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ირანში განაცხადეს, რომ თუ ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს, ირანი იერიშს ისრაელსა და საუდის არაბეთზე განახორციელებს.

მსგავსი