ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვეუბნებით ტერორისტებს, ყველგან გხედავთ, არ შეგიძლიათ დამალვა, ჩვენ ვწყვეტთ, სად და როდის დაგარტყათ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვეუბნებით ტერორისტებს, ყველგან გხედავთ, არ შეგიძლიათ დამალვა, ჩვენ ვწყვეტთ, სად და როდის დაგარტყათ

„ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიესალმება „სადაზვერვო და ახალი ოპერატიული შესაძლებლობების“ განვითარებას.

„ჩვენ ვეუბნებით ტერორისტებს: ყველგან გხედავთ. არ შეგიძლიათ დამალვა. ჩვენ ვწყვეტთ, სად და როდის დაგარტყათ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაარტყა „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის მაღაზიებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დღემდე არცერთი ისრაელის მოქალაქე არ დაშავებულა „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო იერიშებით.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ავიაიერიში განახორციელეს ღაზას სექტორის სამხრეთით რამდენიმე სამხედრო პუნქტზე, რომელიც ისრაელზე ნაღმმტყორცნების გასაშვებად გამოიყენებოდა.