ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

21:54, 30.10.2025

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“, –  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.

„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება; თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.

მსგავსი