ბენიამინ ნეთანიაჰუ – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის სასამართლო, ეს პოლიტიკური ორგანოა

20:55, 09.10.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიესალმა.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის სასამართლო. ეს პოლიტიკური ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში კანონმორჩილი დემოკრატიებისა და ეროვნული სუვერენიტეტის იდეისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისთვის, ნავი პილაისთვის ნობელის პრემიის გადაცემის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა. „როიტერის“ ინფორმაციით,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ვაშინგტონის უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ისრაელის წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერებია.

მსგავსი