ბენიამინ ნეთანიაჰუ – შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან, ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას
მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას.
„შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
Sara and I were shocked by the attempted assassination of President @realDonaldTrump last night in Washington, DC. We are relieved that the President and the First Lady are safe and strong. We send our wishes for a full and speedy recovery to the wounded police officer and salute…
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) April 26, 2026