რთული დღეები ჯერ კიდევ წინაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენი მტრები და მეგობრები კვლავ ხედავენ ისრაელს ისეთს, როგორიც ის არის – ძლიერი, მტკიცე და ძლევამოსილი ქვეყანა. მაგრამ გეუბნებით, ისრაელის მოქალაქეებო, ეს დღეები ასევე გამოწვევებითაა სავსე, რადგან ამ დღეებშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ რთული ომის შუაგულში ვართ, რომლის ფასიც მძიმეა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი რამდენიმე კვირაა, მასიურ თავდასხმებს ახორციელებს ლიბანზე. 27 სექტემბრის იერიშის შედეგად კი ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ჰასან ნასრალასთან ერთად, „ჰეზბოლას“ 20 სხვადასხვა რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. მათ შორისაა „ჰეზბოლას“ სამხრეთის ფრონტის ლიდერი ალი კარაკი.