ბენიამინ ნეთანიაჰუ – პრეზიდენტო ტრამპ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენი მხარდაჭერა, თეთრ სახლში ისრაელს არასდროს ჰყოლია უფრო დიდი მეგობარი
ამერიკას ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს მტკიცე რწმენის, მკაფიო ხედვისა და გამბედაობის მქონე ლიდერი, რომელიც თამამად უპირისპირდება საფრთხეს, რაც როგორც ამერიკას, ისე ისრაელს ემუქრება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს.
ბენიამინ ნეთანიჰუ დონალდ ტრამპის მიერ მისთვის არჩევნებში გამოცხადებულ მხარდაჭერას ეხმაურება.
ნეთანიაჰუს თქმით, თეთრ სახლში ისრაელს არასდროს ჰყოლია უფრო დიდი მეგობარი, ვიდრე დონალდ ტრამპია.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ საერთო საფრთხეების აღმოსაფხვრელად იბრძვიან.
„პრეზიდენტო ტრამპ, ჩემო ძვირფასო მეგობარო დონალდ, ჩემთვის უდიდესი პატივია და თავმდაბლობის გრძნობას მგვრის თქვენი ეს განსაკუთრებული მხარდაჭერა. უნდა ვთქვა, რომ თეთრ სახლში ისრაელს არასდროს ჰყოლია უფრო დიდი მეგობარი. თუმცა, ეს სიტყვებიც კი ვერ ასახავს სრულ რეალობას. ამერიკას ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს მტკიცე რწმენის, მკაფიო ხედვისა და გამბედაობის მქონე ლიდერი, რომელიც თამამად უპირისპირდება საფრთხეს, რომელიც როგორც ამერიკას, ისე ისრაელს ემუქრება. მათ, ვინც სკანდირებს: „სიკვდილი ისრაელს! სიკვდილი ამერიკას!“ – ამ საძაგელ, მკვლელ დიქტატურას თეირანში, რომელსაც სურს ბირთვული იარაღის მოპოვება და მისი ამერიკის ნებისმიერ ქალაქამდე მიტანის საშუალების ხელში ჩაგდება. თქვენ ეს კარგად გესმით და შიდა კრიტიკა უკან არ გაბრუნებთ. თქვენ სრულად, მაქსიმალური კონცენტრაციით ხართ ორიენტირებული ამოცანაზე – აღმოფხვრათ ეს საფრთხე, როგორც ამერიკელთა ამჟამინდელი, ისე მომავალი თაობებისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დღეს ამერიკელებს საწვავის ფასები აწუხებთ, თუმცა დონალდ ტრამპმა მათ გაცილებით დიდი საფრთხე, ირანის ბირთვული იარაღი ააცილა. მისივე თქმით, როგორც კი ირანის რეჟიმი გაქრება, საწვავის ფასიც დარეგულირდება.
„თქვენ გამოიჩინეთ გასაოცარი თანმიმდევრულობა და ლიდერული თვისებები. მინდა, მივმართო ამერიკელ ხალხს: დღეს საწვავის ფასები თუ გაწუხებთ, დაფიქრდით, რა მოხდება, ირანი ბირთვულ იარაღს თუ მიიღებს, რასაც დონალდ ტრამპი და მე არასდროს დავუშვებთ. ეს საფრთხე, ეს რეჟიმი როცა გაქრება, საწვავის ფასებიც საგრძნობლად დაიწევს, მაგრამ ეს მხოლოდ ტრამპის პირობებში მოხდება. ეს არ მოხდება მათთან ერთად, ვისაც სურს, დათმობებზე წავიდეს და მოითვინიეროს ეს ტირანები და ჯალათები. მსოფლიოს, ამერიკას, მის მოკავშირეებს, ისრაელსა და ებრაელ ხალხს ნამდვილად გაუმართლათ, რომ არსებობს ისეთი მკაფიო ხედვის, თანმიმდევრული, მტკიცე რწმენისა და გამბედაობის მქონე ლიდერი, როგორიც დონალდ ტრამპია. დონალდ, გმადლობ. გმადლობ მუდმივი მხარდაჭერისთვის, გმადლობ შენი გასაოცარი ლიდერობისთვის“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპის განცხადებით, ნეთანიაჰუ ძლიერი ლიდერი და აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, ისრაელს არასწორი ლიდერი თუ ეყოლება, რაც, ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუს გარდა, ნებისმიერი სხვა ლიდერის არჩევას ნიშნავს, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა, თავად აშშ-ს მოუწიოს.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
President Trump, my friend Donald – thank you for your extraordinary endorsement. Israel has never had a greater friend in the White House. Together we will never let Iran’s regime get nuclear weapons. Thank you for your clarity, courage and unwavering support.
@realDonaldTrump https://t.co/GqaOVB74Dj
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) October 18, 2026