ბენიამინ ნეთანიაჰუ პიტ ჰეგსეტს შეხვდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ პიტ ჰეგსეტს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

პენტაგონში გამართული შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ და ჰეგსეტმა ხანგრძლივ მეგობრობას და ორმხრივ კავშირებს გაუსვეს ხაზი.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ მიტანილ იერიშზე ისაუბრეს.

„ვფიქრობ, ირანმა გაითვალისწინა. ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთში ყველამ გაითვალისწინა ამერიკის სიმტკიცე და ჩვენი ალიანსის სიძლიერე. ვფიქრობ, ეს იყო გულწრფელად, ეს იყო ორი ლომის ღრიალის მსგავსი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.