ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის ადმინისტრაციას არ შეუძლია, ჰქონდეს როლი ღაზის მომავალ მმართველობაში რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე
პალესტინის ადმინისტრაციას არ შეუძლია, ჰქონდეს როლი ღაზის მომავალ მმართველობაში რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვაფასებ თქვენს მტკიცე პოზიციას, რომ პალესტინის ადმინისტრაციას არანაირი როლი არ შეიძლება, ჰქონდეს ღაზაში რადიკალური და ნამდვილი ტრანსფორმაციის გარეშე. არ გაგიკვირდებათ, რომ ისრაელელთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯერა, რომ პალესტინის ადმინისტრაცია არ შეიცვლის თავის ბუნებას, მაგრამ ამ სასწაულებრივი ტრანსფორმაციის ლოდინის ნაცვლად, თქვენი გეგმა უზრუნველყოფს პრაქტიკულ და რეალისტურ გზას ღაზისთვის მომავალ წლებში, როდესაც ღაზა იქნება მართული არც ჰამასის და არც პალესტინის ადმინისტრაციის მიერ, არამედ მათ მიერ, ვინც ერთგულია ნამდვილი მშვიდობის ისრაელთან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა არ გამორიცხავს პალესტინის ადმინისტრაციის ღაზის მმართველობას მომავალში.გეგმაში აღნიშნულია, რომ პალესტინელებს შეიძლება, მიეცეთ საკუთარი სახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ ღაზის წარმატებით აღდგენის და პალესტინის ადმინისტრაციაში კეთილსინდისიერი რეფორმების შემდეგ.