მივმართავ ირანს, გადით სირიიდან სწრაფად, თავდაცვის ძალები ირანული სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმებს გააგრძელებენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ უარყო განცხადებები, რომ ირანი სირიაში მხოლოდ სამხედრო მრჩევლებს გზავნის. მან ირანელი მაღალჩინოსნები სიცრუეში დაადანაშაულა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა რამდენიმეფრონტიან ომში გამარჯვებისთვის.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად, გენერალ-ლეიტენანტი ავივ კოჩავი დანიშნა. კოჩავმა აღნიშნა, რომ ისრაელის არმია თანამედროვე და ეფექტური იქნება.
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა უკვე ღიად აცხადებს, რომ სირიაში ირანული სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.