ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვარს ეწვია. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს.
„ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის საზღვარს ეწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის ოფისში ასევე ამბობენ, რომ მან მოინახულა ისრაელელი სამხედროები, რომლებიც აგრძელებენ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას.
შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო ერთ თვეში ნეთანიაჰუს მეორე ვიზიტია ლიბანის საზღვართან.