ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის საზოგადოების უმრავლესობას ესმის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ ჩვენ შევხვდებით და დავიწყებთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეძებს აქტიურ ნაბიჯებს სასამართლო რეფორმის გადასახედად. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ აქტიურად გააგრძელებს სასამართლო რეფორმის ცვლილებებზე მუშაობას.
„ისრაელის საზოგადოების უმრავლესობას ესმის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ ჩვენ შევხვდებით ამ კვირაში და დავიწყებთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ყოველ კვირას ათიათასობით ადამიანი იკრიბება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად.