ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ომს მოიგებს, რაც არ უნდა მოხდეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ომს მოიგებს, რაც არ უნდა მოხდეს

ისრაელი ამ ომს მოიგებს, რაც არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში ოპერირებდნენ, სხვა შემთხვევაში „ჰამასი“ გადაჯგუფებას, გადაიარაღებას და ღაზის ხელახლა დაპყრობას მოახერხებს.

„ეს არის აუტანელი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ ამას არ შევეგუებით. გავანადგურებთ „ჰამასს,“ გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს და უზრუნველვყოფთ, რომ ღაზამ ისრაელს საფრთხე აღარ შეუქმნას. არ შეიძლება, ამბობდე, რომ მხარს უჭერ თავდაცვის უფლებას და შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ იყო, როცა ის ამას აკეთებს; არ შეიძლება, თქვათ, რომ მხარს უჭერთ ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“ და შემდეგ დაუპირისპირდე ისრაელს, როდესაც ის აუცილებელ ზომებს მიიღებს ამ მიზნის მისაღწევად; ვერ იტყვი, რომ ეწინააღმდეგები „ჰამასის“ სტრატეგიას, გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად, თუ შემდეგ უნდა დაადანაშაულო ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლში, რაც „ჰამასის“ ამ სტრატეგიის შედეგია“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

ბაიდენისადმი მიწერილ გზავნილში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელის გვერდით დგას, ასევე, კონგრესმენების აბსოლუტური უმრავლესობაც.