ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მზად არის, „ჰამასის“ წინააღმდეგ გააგრძელოს ომი, ვიდრე არ მიაღწევს ყველა მიზანს, არ არსებობს ზეწოლა, რომელიც ამას შეცვლის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მზად არის, „ჰამასის“ წინააღმდეგ გააგრძელოს ომი, ვიდრე არ მიაღწევს ყველა მიზანს, არ არსებობს ზეწოლა, რომელიც ამას შეცვლის

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს გააგრძელებს, ვიდრე არ მიაღწევს ყველა მიზანს, მათ შორის, ტერორისტული ჯგუფის განადგურებასა და მძევლების გათავისუფლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისრაელზე დიდი ზეწოლაა.

„როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ისრაელზე დიდი ზეწოლაა, რომ დავასრულოთ ომი, ვიდრე ჩვენს ყველა მიზანს მივაღწევთ, მათ შორის მძევლების ნებისმიერ ფასად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე. ნამდვილად გვსურს, მივაღწიოთ მძევლების გათავისუფლებას და ასევე მზად ვართ, წავიდეთ გრძელი გზით, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ, გადავიხადოთ რაიმე ფასი. არ გადავიხადოთ ის ფასი, რომელსაც „ჰამასი“ ჩვენგან ითხოვს, რაც დამარცხებას ნიშნავს. ისრაელი მზად არის, გააგრძელოს ომი, ვიდრე არ მივაღწევთ ყველა მიზანს, რაც ნიშნავს „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „არ არსებობს ზეწოლა, რომელიც ისრაელის ამ მიზანს შეცვლის“.