ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ძალიან წუხს, რომ ღაზის ეკლესიას შემთხვევით საბრძოლო მასალა მოხვდა, ყველა დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლე ტრაგედიაა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სინანული გამოთქვეს ღაზის სექტორში, ეკლესიაზე დარტყმის გამო და აღნიშნეს, რომ ინციდენტი შეცდომა იყო.
„ისრაელი ძალიან წუხს, რომ ღაზის ეკლესიას შემთხვევით საბრძოლო მასალა მოხვდა. ყველა დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლე ტრაგედიაა. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახებისა და მორწმუნეების მწუხარებას“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მედიის ცნობით, განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში, რომ გაეკეთებინათ განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იქნებოდა, რომ ღაზაში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმა შეცდომა იყო.