ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.

მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.

„დღეს დილით ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერ შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.