ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს მიესალმა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს მიესალმა. ამის შესახებ ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მივესალმებით მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც იერუსალიმში ჩამოდიან, რათა აუშვიცის ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავი აღნიშნონ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ახსოვთ, საიდან მოვდივართ. მნიშვნელოვანია, დაინახონ, რას მივაღწიეთ“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი 23 იანვარს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 46 სახელმწიფოს მეთაური. მათ შორის იქნებიან – საფრანგეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, იტალიისა და უკრაინის ლიდერები, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. იერუსალიმში ჩავა რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.
ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმზე დასასწრებად ისრაელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
אני מקדם בברכה את המנהיגים מרחבי העולם שבאים לכאן, לירושלים, כדי לציין יחד איתנו 75 שנים לשחרור מחנה ההשמדה אושוויץ. חשוב שהם יזכרו מאין באנו, וחשוב שהם יראו לאן הגענו pic.twitter.com/WAttQaLehY
— Benjamin Netanyahu (@netanyahu) January 21, 2020