ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც საერთაშორისო ზეწოლა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე.

„მინდა, ნათლად ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, მივდივართ ბოლომდე, გამარჯვებისკენ, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.